ბადრი ნანეტაშვილი
ბადრი ნანეტაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 ივნისი, 1964 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
ბადრი ნანეტაშვილი (დ. 18 ივნისი, 1964) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.
დაამთავრა შრომის წითწელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1989) და თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტი (1996). 1989–1990 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. 1990–1992 წლებში იყო ფირმა „სინემას“ დირექტორის მოადგილე. 1992–1994 წლებში ერთი პირის მრავალდარგოვანი ფირმა „სინემას“ დირექტორი. 1994–2003 წლებში ტელერადიო კომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი. 2003–2004 წლებში მუშაობდა შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ (გორში). 2004-2006 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2006–2008 წლებში მუშაობდა შპს „თრიალეთი+“-ის გენერალურ დირექტორად. 2008–2010 წლებში იყო შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე. 2008–2010 წლებში შპს ტელერადიო კომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 2010–2017 წლებში შპს „ინვესტმედიას“ დირექტორი. 2017–2019 წლებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2018–2019 წლებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული შენების“ თავმჯდომარის მოადგილე. 2019 წლის მარტიდან არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.[1]
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბადრი ნანეტაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბადრი ნანეტაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მინისტრის მოადგილე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. smr.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2020.