ოთარ ჩრდილელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ ჩრდილელი
დაბადების თარიღი 27 სექტემბერი, 1974 (1974-09-27) (49 წლის)
დაბადების ადგილი სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პოლიტიკოსი, ინჟინერი, ჟურნალისტი

ოთარ ჩრდილელი (დ. 27 სექტემბერი, 1974, სამტრედია, საქართველოს სსრ[1]) — ქართველი ინჟინერი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (2012, 2016) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ ჩრდილელი დაიბადა, ქალაქ სამტრედიაში 1974 წლის 27 სექტემბერს. რკინიგზის N24 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო და დაამთავრა აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერ-ქიმიკოსის სპეციალობით.

1997-2003 წლებში იყო გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტი. 2004-2005 წლებში — სსიპ „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობის“ კორესპონდენტი. 2007-2009 წლებში — აჭარის ავტორიმიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის პროგრამების რედაქტორი. 2010-2011 წლებში — სს „პროგრეს ბანკის“ უფროსი სპეციალისტი.

2011-2012 წლებში აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2015–2016).

2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2019 წლის 12 დეკემბერს ოთარ ჩრდილელმა — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატის, უვადო მოსამართლედ არჩევა გააპროტესტა და პროტესტის ნიშნად დეპუტატის მანდატი დატოვა.

2020 წლის 19 მარტს, საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა და დეპუტატ ოთარ ჩრდილელს უფლებამოსილება, პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ოთარ ჩრდილელი — ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-11. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  2. ოთარ ჩრდილელს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. interpressnews.ge (19 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2020.