ზურაბ გუჩუა
Jump to navigation
Jump to search
ზურაბ გუჩუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 აპრილი, 1948 |
დაბადების ადგილი |
წალენჯიხა, ![]() ![]() |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ზურაბ გუჩუა (დ. 19 აპრილი, 1948, წალენჯიხა) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1966-1974 წლებში იყო წალენჯიხის ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს, წვენების ქარხნის, ჩაის ფაბრიკის მუშა. 1980-1989 წლებში იყო წალენჯიხის რაიონული გაზეთის საკუთარი კორესპონდენტი, სოფელ ლიის კოლმეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივანი, 1988 წლიდან კი კვლავ კორესპონდენტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, წალენჯიხის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზურაბ გუჩუა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზურაბ გუჩუა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი