ბეჟან ხურციძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეჟან ხურციძე
დაბადების თარიღი 15 ივლისი, 1947
დაბადების ადგილი ვანი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2015
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ინჟინერი

ბეჟან ხურციძე (დ. 15 ივლისი, 1947, ვანი — გ. დეკემბერი, 2015[1]) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მანქანათმშენებლობის მრეწველობის მართვისა და ორგანიზაციის სპეციალობით. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, № 53 ვანის ოლქის მაჟორიტარი. 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანის მაჟორიტარი) საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, იგივე ოლქის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

რესურსები ინტეტნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]