ოთარ კახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ოთარ კახიძე
Otarkakhidze.png
დაბადების თარიღი 7 ივლისი, 1983 (1983-07-07) (38 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თსუ
პარტია ევროპული საქართველო
საქმიანობა იურისტი, პოლიტიკოსი

ოთარ (ოთო) კახიძე (დ. 7 ივლისი, 1983) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ კახიძე დაიბადა 1983 წლის 7 ივლისს. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. 2005-2009 წლებში იყო „საიას“ პროექტის ასისტენტი და საპარლამენტო მდივანი. 2009-2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ამ პერიოდში იგი იყო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2013 წელს ლექციებს კითხულობდა „თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში“. 2013-2016 წლებში იყო კომპანია „ბიჯიაი ლეგალის“ დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2016-2017 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 2017-2020 წლებში „ევროპული საქართველოს“ მანდატით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]