გოჩა ფიფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოჩა ფიფია
გოჩა ფიფია.jpg
გოჩა ფიფია
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1965 (1965-04-05) (55 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა საზოგადო მოღვაწე
ბიზნესმენი
პოლიტიკოსი
პუბლიცისტი

გოჩა ფიფია (დ. 5 აპრილი, 1965, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1987-1988 წლებში თბილისის პროკურატურაში იყო სტაჟიორ-გამომძიებელი; 1988-1989 წლებში ლენინის რაიონის პროკურატურაში — პროკურორის თანაშემწე; 1989-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის კადრების სამმართველოს პროკურორი, საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; 1993-1994 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სამართლებრივი განყოფილების უფროსი; 1994-1996 წლებში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი (ვაშინგტონი); 1996-2003 წლებში შ.პ.ს. „უშბას“ გენერალური დირექტორი. 2013 წლიდან კომპანია „ზეარის“ დამფუძნებელი.

2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი), საინიციატივო ჯგუფი. იყო რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]