თამაზ ყურაშვილი (ექიმი)
იერსახე
| თამაზ ყურაშვილი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 17 ივნისი, 1937 |
| გარდაცვალების თარიღი | 18 აპრილი, 2026 (87 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
| ეროვნება | ქართველი |
| საქმიანობა | ექიმი |
თამაზ ყურაშვილი (დ. 17 ივნისი, 1937, თბილისი, — გ. 18 აპრილი, 2026) — ქართველი ექიმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1960-1967 წლებში იყო ტყიბულის მაღაროთსამმართველოს სამედიცინო-სანიტარიული ნაწილის ექიმი, რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი, რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს ექიმი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, ლაბორანტი, 1967 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, განყოფილების ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).