შინაარსზე გადასვლა

დავით საგანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით საგანელიძე
დაბადების თარიღი 17 ივნისი, 1959 (1959-06-17) (65 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

დავით საგანელიძე (დ. 17 ივნისი, 1959, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ექიმი, იურისტი, პოლიტიკოსი.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1998 წელს — საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 2001 წელს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს ბიზნეს-სკოლის სრული კურსი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის 7 ივნისიდან 20 ივნისამდე — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (დიდუბის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2012-2015 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]