მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხათუნა გოგორიშვილი (დ. 4 სექტემბერი, 1964, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი, იურისტი და პოლიტიკოსი.
1987 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ — სამართალმცოდნეობისა.
1982-1990 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1981-1982 წლებში იყო ფიგურული სრიალის სპეცსკოლის ლაბორანტი. 1987-1991 წლებში — სოფ. კიკეთის საშუალო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი. 1990-1993 წლებში იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საორგანიზაციო განყოფილების გამგე. 1993-2009 წლებში საქართველოს პარლამენტის აპარატის კომისიის წამყვანი სპეციალისტია, აპარატის უფროსი. 2003-2004 წლებში — პოლიტიკური გაერთიანება „გაერთიანებული დემოკრატები“-ს სამსახურის უფროსი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის“. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (2017-დან ევროპული საქართველო), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი (2016-დან).