რომან მუჩიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რომან მუჩიაშვილი
დაბ. თარიღი 13 მაისი, 1974 (1974-05-13) (45 წლის)
დაბ. ადგილი საგარეჯო, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა პოლიტიკოსი, ფინანსისტი

რომან მუჩიაშვილი (დ. 13 მაისი, 1974, საგარეჯო, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი და ფინანსისტი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1974 წლის 13 მაისს, საგარეჯოში. დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით. 1996-1997 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, 1997-1999 წლებში მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ანალიზის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი და კონსულტანტი, 1999-2001 წლებში სამინისტროს ინფორმაციული და კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კონსულტანტი. 2001-2003 წლებში — ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კონსულტანტი. 2003-2004 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს ინფორმატიკის სამსახურის კომპიუტერული და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების კონსულტანტი. 2004-2007 წლებში — ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ქსელების ადმინისტრირების და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი. 2007-2016 წლებში იყო შპს „პატარძეულის“ ფინანსური დირექტორი. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]