დიმიტრი მხეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიმიტრი მხეიძე
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1974 (1974-06-21) (46 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

დიმიტრი მხეიძე (დ. 21 ივნისი, 1974) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი

1993 წელს დაამთავრა კატასტროფისა და კრიტიკული მედიცინის საქართველოს საერთაშორისო ცენტრი, მაშველი სანინსტრუქტორის სპეციალობით. 1998 წელს კი ქ. ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი „ქუთაისი“ ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით. საქართველოს რეზიდენტურის სკოლის ყელყურცხვირის კათედრა თბილისის მე–9 საავადმყოფო, რეზიდენტურის სრული კურსი „3+1“, ექიმი ოტორინილარინგოლოგის კვალიფიკაციით 2002 წელს.

1992-1993 წლებში იყო კატასტროფისა და პრაქტიკული მედიცინის საქართველოს საერთაშორისო ცენტრის მაშველი სანინსპექტორი; 2002-2007 წლებში სს ძოწენიძის სახელობის იმერეთის კლინიკური საავადმყოფოს უმცროსი ექიმი; 2003-2005 წლებში შპს ქუთაისის რკინიგზის კლინიკის უმცროსი ექიმ ოტორინოლარინგოლოგი; 2007-2013 წლებში შპს ქუთაისის რკინიგზის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის ექიმ ოტორინოლარინგოლოგი; 2013-2016 წლებში შპს დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის ექიმ ოტორინოლარინგოლოგი, დირექტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]