თამაზ ჯანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თამაზ ჯანელიძე
დაბადების თარიღი 7 ნოემბერი, 1926
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 9 დეკემბერი, 2015 (89 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

თამაზ ჯანელიძე (დ. 7 ნოემბერი, 1926, თბილისი — გ. 9 დეკემბერი, 2015) — ქართველი გეოლოგი, თანამდებობის პირი, მეცნიერი.

1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი. 1952-1960 წლებში იყო კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე. 1960-1972 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი, წამყვანი ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1973 წელს იყო თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, 1974 წლიდან კი სსრ კავშირის გეოლოგიის სამინისტროს კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]