თენგიზ გაზდელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თენგიზ გაზდელიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
თენგიზ გაზდელიანი
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1946
დაბადების ადგილი ლენტეხი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 2007 (61 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

თენგიზ გაზდელიანი (დ. 12 იანვარი, 1946, ლენტეხი — გ. 2 დეკემბერი, 2007) — ქართველი ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1971-1991 წლებში ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას. 1971-1973 წლებში იყო რუსთავის სპორტული დისპანსერის ექიმ-თერაპევტი, ხოლო 1973-1974 წლებში თბილისის სპორტული დისპანსერის ექიმ-თერაპევტი. 1974-1975 წლებში იყო მეოთხე დერმატო-ვენეროლოგიური დისპანსერის განყოფილების გამგე. 1975-1978 წლებში № 6 ანალოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი. 1978-1979 წლებში იყო №10 მოზრდილთა პოლიკნინიკის მთავარი ექიმი. 1979-1983 წლებში იყო № 2 საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 1983-1990 წლებში იყო საბურთალოს რაიონის მთავარი ექიმი. 1990-1992 წლებში იყო ქ. თბილისის მთავარი სანიტარული ექიმი. 1992-1994 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლენტეხის მაჟორიტარი), ჯანმრთელობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე. 1994-1999 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლენტეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის თავმჯდომარე (1999-2004). წლების მანძილზე იყო თბილისის „ქარიშხალას“ ხელბურთელთა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი წევრი. გუნდთან ერთად რამდენჯერმე მოიპოვა საკავშირო ჩემპიონატის მედლები და სხვა ჯილდოები. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მიღებული აქვს უმაღლესი ექიმ-ორგანიზატორის წოდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]