შინაარსზე გადასვლა

ლოვარდ ტუხაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოვარდ ტუხაშვილი
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1940
დაბადების ადგილი სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 18 სექტემბერი, 1995 (54 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ლოვარდ ტუხაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1940, სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი — გ. 18 სექტემბერი, 1995) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1964—1967 წლებში იყო აღნიშნული უნივერსიტეტის ასპირანტი, 1967—1968 წლებში კი იმავე კათედრის უნივერსიტეტის თანამშრომელი, 1968—1973 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის უმცროსი თანამშრომელი. 1989 წლიდან იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და საპრობლემო განყოფილების ხელმძღვანელი. 1990—1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]