დიმიტრი ჯაიანი
დიმიტრი ჯაიანი | |
![]() დიმიტრი ჯაიანი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტზე (25 ივნისი, 2017) | |
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2013 – 9 დეკემბერი, 2017 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
დაბადებული | 20 აგვისტო, 1950 სენაკი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 9 დეკემბერი, 2017 (67 წლის) იზმირი, თურქეთი |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი |
პროფესია | მსახიობი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია |
დიმიტრი (დიმა) ჯაიანი (დ. 20 აგვისტო, 1950, სენაკი, საქართველოს სსრ — გ. 9 დეკემბერი, 2017, იზმირი, თურქეთი) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი. სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, უკრაინის სახელმწიფო „პრესტიჟის“ ორდენის კავალერი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.
1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი. სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი (კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი (ჰენრიკ იბსენის „ბრძოლა ტახტისათვის“), ელიზბარ ერისთვი (გურამ ბათიაშვილის „1832“) და სხვ. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2013 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად.
გარდაიცვალა 2017 წლის 9 დეკემბერს, ონკოლოგიური დაავადების შედეგად. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1975: „პირველი მერცხალი“ (ნური) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1980: „ოგარიოვის 6“ (ვიქტორ კაჟაევი) რეჟ. ბორის გრიგორევი
- 1985: „ვინ არის მეოთხე?“ (ლევანი) რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1989: „სტალინის დაკრძალვა“ (ჯემბერი – მაიორი) რეჟ. ევგენი ევტუშენკო
- 1997: „ანარეკლი“ რეჟ. მიხეილ ბასინოვი
- 2000: „ანგელოზის გადაფრენა“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- მონაწილეობდა ტელეპროექტებშიც, მათ შორის – სერიალში „ძილის წინ“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დიმიტრი ჯაიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- „დიმიტრი ჯაიანი“ — ეროვნული ფილმოგრაფია
- დიმიტრი ჯაიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)