პაატა კოღუაშვილი
პაატა კოღუაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 სექტემბერი, 1956 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 7 ოქტომბერი, 2024 (68 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პაატა კოღუაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1956, ქუთაისი — გ. 8 ოქტომბერი, 2024) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1978–1988 წლებში იყო ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის მთავარი სამმართველოს წამყვანი ეკონომისტი, მთავარი ეკონომისტი, 1989 წლიდან იყო საქართველოს კოლმეურნეობათა საბჭოს გლეხურ/ფერმერულ/ მეურნეობათა სექტორის უფროსი. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს სახალხო ფრონტი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაატა კოღუაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- პაატა კოღუაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- პაატა კოღუაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
|