რამაზ სურმანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რამაზ სურმანიძე
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1933
დაბადების ადგილი ჭალა, შუახევის რაიონი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 9 ოქტომბერი, 2020 (87 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი

რამაზ სურმანიძე (დ. 10 მაისი, 1933, სოფ. ჭალა, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 2020[1]) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1944-1947 წლებში იყო შუახევის რაიონის სოფელ ჭალის ფოსტალიონი. 1950-1956 წლებში იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს სანიტარი, 1956-1957 იყო წლებში შუახევის რაიონის სოფელ ბარალეთის ამბულატორიის გამგე, 1957-1963 წლებში იყო ამავე რაიონის მთავარი ექიმი, 1963-1974 წლებში იყო ბათუმის № 1 საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე, 1975-1977 წლებში ოყო პროფკავშირთა კურორტების მართვის აჭარის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე, 1977-1985 წლებში იყო აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, 1985 წლიდან სანიტარიული განათლების საოლქო სახლის ექიმი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რამაზ სურმანიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. primetime.ge (2020-10-09). ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2020.