არჩილ მაჭავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არჩილ მაჭავარიანი
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1951 (1951-01-20) (69 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი

არჩილ მაჭავარიანი (დ. 20 იანვარი, 1951) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1976-1990 წლებში იყო ცხინვალის საოლქო საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი-სტომატოლოგი, მარნეულის რაიონის შულავრის, გორის რაიონის ვარიანის საექიმო ამბულატორიების ექიმი-სტომატოლოგი, თბილისის მეორე სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი-პრითეზისტი, 1990 წლიდან მარნეულის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]