მერაბ ურიდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერაბ ურიდია
დაბადების თარიღი 23 ივნისი, 1957
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 მარტი, 2011 (53 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

მერაბ ურიდია (დ. 23 ივნისი, 1957, ქუთაისი — გ. 20 მარტი, 2011) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1979-1990 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომელი. წმიდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქარტია – 91“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]