მინდია სალუქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალუქვაძე.

მინდია სალუქვაძე (დ. 3 მაისი, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრკ) — ქართველი ფიზიკოსი, აკადემიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1955–1957 წლებში იყო თბილისის 55-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, 1957-1958 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის (ამჟამად ა. ელიაშვილის მართვის სისტემების) ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1961 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტში, აქედან 1971 წლიდან დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1981 წლიდან დირექტორად, ხოლო შემდეგ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ. 1994 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო შრომა ავტომატური მართვის სისტემების მდგრადობის თეორიისა და ოპტიმალური მართვის სისტემების თეორიის საკითხებზე, აგრეთვე, 10 მონოგრაფია და თანაავტორებთან ერთად 5 სახელმძღვანელო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. სამეცნიერო ლიტერატურაში შესულია ტერმინები „სალუქვაძის მეთოდი“, „სალუქვაძის ამოხსნა“, „სალუქვაძის პრინციპი“, „სალუქვაძის ოპტიმუმი“.

მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1979) და გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია (1998).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]