ვალერიან ადვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვალერიან ადვაძე
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1931
დაბადების ადგილი პტენა, ახალქალაქის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 14 მარტი, 2013 (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ვალერიან ადვაძე (დ. 17 თებერვალი, 1931, სოფელი პტენა, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი — გ. 14 მარტი, 2013, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973), საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (1991).

1953 წელს დაამთავრა ი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1953–1956 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1956–1988 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის და სახალხო მეურნეობის ისტორიისა და ეკონომიკური მოძღვრების ისტორიის კათედრის გამგედ. ერთდროულად 1978 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკური დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო–კვლევითი ინტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1988 წლიდან დირექტორი. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მიმნიჭებელ სპეციალურ საბჭოს. კვლევის ძირითადი სფერო იყო საქართველოს ეკონომიკა: მისი ომის შემდგომი განვითარება, პრობლემები, პერსპექტივები, მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის ისტორიის საკითხები. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1992 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნული თანხმობის და აღორძინების გაერთიანება“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]