შინაარსზე გადასვლა

ზაზა კედელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაზა კედელაშვილი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 12 ნოემბერი, 1985 (1985-11-12) (39 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
სიმაღლე 165[1]
წონა 66 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძიუდო
მედლები
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ტამპერე 2006 66 კგ.
ოქრო ბელგრადი 2007 66 კგ.
ოქრო ლისაბონი 2008 66 კგ.

ზაზა კედელაშვილი (დ. 12 ნოემბერი, 1985, თბილისი [2], საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი. 3-გზის ევროპის ჩემპიონი 66 კგ. წონით კატეგორიაში (2006, 2007, 2008). საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის (2012, 2016) წევრი.

2006 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. მონაწილეობა მიიღო 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა პირველივე ეტაპზე, უნგრელ მიკლოშ უნგვართან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (დედოფლისწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 2017 წლიდან „ევროპული საქართველოს“ მანდატით.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
მსოფლიოს ჩემპიონატები
2006 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი პარიზი, საფრანგეთი -66 კგ 1st
2008 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ტოკიო, იაპონია -73 კგ 1st
ევროპის ჩემპიონატები
2006 ევროპის ჩემპიონატი ტამპერე, ფინეთი -66 კგ 1st
2007 ევროპის ჩემპიონატი ბელგრადი, სერბეთი -66 კგ 1st
2007 ევროპის გუნდური ჩემპიონატი მინსკი, ბელარუსი -66 კგ 1st
2008 ევროპის ჩემპიონატი ლისაბონი, პორტუგალია -66 კგ 1st
2010 ევროპის ჩემპიონატი ვენა, ავსტრია -73 კგ 1st

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]