ელდარ შენგელაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელდარ შენგელაია
Eldar Shengelaya 2004.jpg
დაბ. თარიღი 26 იანვარი, 1933 (1933-01-26) (83 წლის)
თბილისი
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1957-1996
მშობლები მამა: ნიკოლოზ შენგელაია
დედა: ნატო ვაჩნაძე

ელდარ შენგელაია (დ. 26 იანვარი, 1933, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, რეჟისორი ფილმებისა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957—59 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი” მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964 წ.) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის სემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977.) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968 წ.) და „შერეკილები“ (1973 წ.)

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლიდან შენგელაია ჩაერთო პოლიტიკაში. გახდა რა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი. შენგელაია იყო 1992, 1995, 1999 და 2004 წლების მოწვევების საქართველოს პარლამენტის წევრი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]