შინაარსზე გადასვლა

მურმან დუმბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მურმან დუმბაძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1960 (1960-01-01) (64 წლის)
დაბადების ადგილი ხელვაჩაური
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თსუ
ეროვნება ქართველი
პარტია ემსახურე საქართველოს
ძირითადი იდეები პატრიოტიზმი
საქმიანობა მათემატიკოსი, პედაგოგი
მეუღლე/ები ქეთევან სურმანიძე
შვილ(ებ)ი მუხრანი და რუსუდანი

მურმან დუმბაძე (დ. 1 იანვარი, 1960, ხელვაჩაური, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და 1990 წელს მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტურა. 2004–2006 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2004 წელს — აჭარის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი, აგრეთვე იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი, დოცენტი (1991–2008), აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრის ინჟინერ-პროგრამისტი (1990–1991), მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტი (1987–1990) და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მიონი (1982–1986). იყო პარტია „ქართული ოცნების“ წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბათუმის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016 წლის ივლისში მედეა ვასაძესთან ერთად დააფუძნა პარტია „ემსახურე საქართველოს“.

ჰყავს მეუღლე, ქეთევან სურმანიძე და ორი შვილი: მუხრანი და რუსუდანი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]