თამაზ გველესიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ გველესიანი
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1956 (1956-05-10) (67 წლის)
დაბადების ადგილი თეთრაწყარო, ხარაგაულის რაიონი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

თამაზ გველესიანი (დ. 10 მაისი, 1956, სოფ. თეთრაწყარო, ხარაგაულის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. 1982-1988 წლებში მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაციებში სხვადასხვა თანამდებობებზე. წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი, პოლიტიკური ბლოკის — „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი (1990). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, N125 ახალგორის საარჩევნო ოლქი, მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის კომისიის წევრი. იყო საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]