კარლო კოპალიანი
კარლო კოპალიანი | |
საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2016 – 5 თებერვალი, 2020 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
მემკვიდრე | ვალერი გელაშვილი |
დაბადებული | 14 აგვისტო, 1959 ჭალისთავი, ცაგერის მუნიციპალიტეტი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
პროფესია | ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
კარლო კოპალიანი (დ. 14 აგვისტო, 1959, ჭალისთავი, ცაგერის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ) — ქართველი ინჟინერი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლო კოპალიანი დაიბადა 1959 წლის 14 აგვისტოს ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში. 1982 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სამდინარო და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობაზე. აკადემიური ხარისხი-სოციალური მეცნიერებების დოქტორი. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. დოქტორანტი-სტუ (2013-2016)
კარლო კოპალიანი სხვადასხვა დროს იყო: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (2006 - 2008) ქვედა ცაგერის თემის საკრებულოს თავმჯდომარე (2002 - 2006) ცაგერის საგზაო სამმართველოს უფროსის მოადგილე (1997 - 2002) ლეჩხუმის აღორძინების ფონდის თავმჯდომარის მოადგილე (1996 - 1997) საპრივატიზაციო ბარათების მიმღები პუნქტის გამგე (1995 - 1995) ქვედა ცაგერის სოფლის საკრებულოს მდივანი (1991 - 1995) გორკის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მსმენელი (1988-1990), კპ ცაგერის რაიკომის ინსტრუქტორი (1987 - 1989) ცაგერის კოლმეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივანი (1986 - 1987) ალკკ ცაგერის რაიკომის განყოფილების გამგე (1985 - 1986) ალკკ ცაგერის რაიკომის ინსრუქტორი (1983 - 1985) და ცაგერის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის ინჟინერი (1982 - 1983).
2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ცაგერის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარლო კოპალიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კარლო კოპალიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|
|
- დაბადებული 14 აგვისტო
- დაბადებული 1959
- საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1982)
- ცაგერის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- კოპანიანები
- „ქართული ოცნების“ წევრები