გურამ ქაშაკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურამ ქაშაკაშვილი
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1932 (1932-11-10) (88 წლის)
დაბადების ადგილი ბაღდათი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

გურამ ქაშაკაშვილი (დ. 10 ნოემბერი, 1932, ქ. ბაღდათი) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. 1956-1958 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს ჩამომსხმელი, ოსტატი, უბნის უფროსი. 1958-1969 წლებში იყო საამქროს უფროსის თანაშემწე, ხოლო 1969-1979 წლებში მარტენის საამქროს უფროსი. 1979-1983 წლებში იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი. 1983-1994 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი. 1994 წლიდან იყო სამთო მეტალურგიული კონცერნის პრეზიდენტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

არის 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (5 მონოგრაფია), 65 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1964, 1982), დამსახურებული გამომგონებლის წოდება (1986). სადოქტორო დისერტაციის თემა „ლითონის ღუმელგარეშე დამუშავების უწყვეტი ჩამოსხმის სრულყოფა, ზემტკიცე მილების წარმოება“, დაიცვა 1990 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]