ნოდარ ამაღლობელი
ნოდარ ამაღლობელი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 24 აგვისტო, 1930 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 2004 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | ფიზიკა |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი, მეგობრობის ორდენი[1] და საქართველოს სახელმწიფო პრემია |
ნოდარ ამაღლობელი (დ. 24 აგვისტო, 1930, თბილისი — გ. 9 აპრილი, 2004) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988).
დაამთავრა ი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, რომლის დასრულების შემდეგ, 1953 წელს, ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1957 წელს წარმატებით დაამთავრა იგი. ასპირანტურის კურსის გასავლელად მივლინებული იყო ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ბირთვული პრობლემების ლაბორატორიაში. 1985-1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. მისი ხელმძღვანელობით 1988 წელს ფართოდ აღინიშნა უნივერსიტეტის დაარსების 70 წლისთავი.
არის ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ექსპერიმენტული ფიზიკის აღიარებული მკვლევარი. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან ბევრი დაიბეჭდა უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. 1992 წლიდან იყო საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში.
1989-1990 წლებში იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.
1976 წელს მიენიჭა პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია, ხოლო 1985 წელს — საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია მეგობრობის ორდენით.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნოდარ ამაღლობელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნოდარ ამაღლობელი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ნოდარ ამაღლობელი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
- დაბადებული 24 აგვისტო
- დაბადებული 1930
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 2004
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- რუსეთის მეგობრობის ორდენის კავალრები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ქართველი ფიზიკოსები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ამაღლობლები