შალვა კიკნაველიძე
| შალვა კიკნაველიძე | |
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
|---|---|
| დაიკავა | 2016 |
| პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 2012 – 2016 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
| დაბადებული | 19 მარტი, 1987 ზესტაფონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი |
შალვა კიკნაველიძე (დ. 19 მარტი, 1987, ზესტაფონი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს ორი მოწვევის (2012, 2016) პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1987 წლის 19 მარტს. 2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მოგვიანებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურა და დოქტორანტია. 2007-2008 წლებში იყო შპს „ნანსტუდიის“ დირექტორი. 2009-2012 წლებში იყო კავშირი „ახალგაზრდული ფორუმის“ თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შალვა კიკნაველიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- შალვა კიკნაველიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
| ||||||||||||||
