მარიამ საჯაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიამ საჯაია
დაბადების თარიღი 15 მარტი, 1991 (1991-03-15) (33 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება კავკასიის უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
დედა ნაზი არონია

მარიამ საჯაია (დ. 15 მარტი, 1991, თბილისი[1]) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1991 წლის 15 მარტს. დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2010 წელს დაიწყო მუშაობა ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებათა დაცვა და 21-ე საუკუნე“. 2012 წელს მუშაობდა სპეციალისტად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

ამ პერიოდში ის იყო 4 საპრალამენტო კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. 2015-2016 წლებში იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2012-2015 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2013-2016 წლებში — საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი. 2016 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე — სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]