მამუკა ჩიქოვანი
მამუკა ჩიქოვანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 აგვისტო, 1976 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
მამუკა ჩიქოვანი (დ. 20 აგვისტო, 1976) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1976 წლის 20 აგვისტოს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998-1999 წლებში იყო ტელევიზია „კლდეკარის“ დირექტორი. 1999-2000 წლებში — ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რუსთავის განყოფილების გამგე. 2000-2002 წლებში — საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი. იყო რუსთავის საკრებულოს მდივანი 2002-2004 წლებში. 2004-2008 წლებში — რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე. 2008 წელს გახდა რუსთავის მერი. ამ თანამდებობას იგი 2011 წლამდე იკავებდა. 2011-2013 წლებში — ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პირველი მოადგილე. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიული სიით.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მამუკა ჩიქოვანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მამუკა ჩიქოვანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი