ჯუმბერ პატიაშვილი
| ჯუმბერ პატიაშვილი | |
![]() | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 6 ივლისი, 1985 – 14 აპრილი, 1989 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ გორბაჩოვი |
| წინამორბედი | ედუარდ შევარდნაძე |
| მემკვიდრე | გივი გუმბარიძე |
| დაბადებული | 5 აგვისტო, 1939 ლაგოდეხი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| პოლიტიკური პარტია | კომპარტია (1962–1991) ერთობა (2001) |
| განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
| პროფესია | აგრონომი |
ჯუმბერ ილიას ძე პატიაშვილი (დ. 5 აგვისტო, 1939, ლაგოდეხი) — ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს სსრ-ის ცკ-ს კომპარტიის მე-12 პირველი მდივანი 1985-1989 წლებში. მონაწილეობას იღებდა 1995 და 2000 წლების საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი ორივეჯერ მეორე ადგილზე გავიდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1962-1965 წლებში იყო ასპირანტი. 1965-1967 წლებში იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი. 1965-1967 წლებში იყო საქართველოს სსრ კომკავშირის ინსტრუქტორი. 1967-1968 წლებში იყო ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკებთან მუშაობის სექტორის გამგე. 1968-1969 წლებში იყო საკავშირო ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი. 1969-1970 წლებში იყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი. 1970-1973 წლებში იყო საქართველოს კომაკავშირის ცკ-ის პირველი მდივანი. 1973-1974 წლებში იყო კომუნისტური პარტიის გორის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი. 1974-1985 წლებში იყო საქართველოს სსრ კომპარტიის მდივანი. 1985 წლის 6 ივლისიდან 1989 წლის 14 აპრილამდე იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი. 1989-1999 წლებში მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „თავთავის“ გენერალური დირექტორი). 1999 წლიდან მიწათმოქმედების ინსტიტუტის კონსულტანტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მცხეთის მაჟორიტარი). 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2004 -2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (გორის მაჟორიტარი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პატიაშვილი ჯ., „ოცდასამი წლის შემდეგ“, თბ., 2013
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯუმბერ პატიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჯუმბერ პატიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- ჯუმბერ პატიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეხუთე მოწვევა)
- ჯუმბერ პატიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეექვსე მოწვევა)
- ჯუმბერ პატიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- თავი 4:პერსონაჟები
| |||||||||
| |||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||
- დაბადებული 5 აგვისტო
- დაბადებული 1939
- საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივნები
- ლაგოდეხში დაბადებულები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- პატიაშვილები
- ცოცხალი ადამიანები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სკკპ-ის XXV ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXIV ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXVII ყრილობის დელეგატები


