ვარლამ კეშელავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარლამ კეშელავა
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1930
დაბადების ადგილი გაგრა
გარდაცვალების თარიღი 24 ივნისი, 2019 (88 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ვარლამ (ვაჟა) კეშელავა (დ. 14 ნოემბერი, 1930, გაგრა — გ. 24 ივნისი, 2019) — ქართველი მეცნიერი, ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი.

1953 წელს დაამთავრა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1957-1975 მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრაზე. 1976 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრის გამგე. 1978-1982 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეცნიერების განყოფილების გამგის მოადგილე. 1982-1990 წლებში იყო ჟურნალ „საქართველოს კომუნისტის“ მთავარი რედაქტორი. 1990-1991 წლებში იყო გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორი. 1999 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი. 2000 წლის იანვრიდან დირექტორი. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია: ფილოსოფიის ისტორია, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, ეთიკა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1969); პროფესორი (1971).

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]