ზურაბ წიქარიძე
ზურაბ წიქარიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 მაისი, 1943 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ინჟინერ-მეტალურგი |
ზურაბ წიქარიძე (დ. 7 მაისი, 1943) — ქართველი ინჟინერ-მეტალურგი. ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
1967 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი.[1] 1960-1962 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ლაბორანტი, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1968 წლიდან იყო იმავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წლიდან იყო იმავდროულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ზურაბ წიქარიძე. ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი. mmi.ge. ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2020.