შინაარსზე გადასვლა

ლაშა ჟვანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაშა ჟვანია
ლაშა ჟვანია
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2 აგვისტო, 2019
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიპაატა კალანდაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 დეკემბერი, 2018 – 1 მაისი, 2019
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე
წინამორბედიგიორგი აბაშიშვილი
მემკვიდრენათია სულავა (მ/შ)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 დეკემბერი, 2008 – 21 აგვისტო, 2009
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიგრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკოლოზ გილაური
წინამორბედიეკატერინე შარაშიძე
მემკვიდრეზურაბ პოლოლიკაშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მარტი, 2005 – 7 ივნისი, 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
წინამორბედირევაზ გაჩეჩილაძე
მემკვიდრევახტანგ ჯაოშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2003 – 2005
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2002 – 2003
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

დაბადებული14 ოქტომბერი, 1973 (1973-10-14) (51 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიადიპლომატი, იურისტი, პოლიტიკოსი

ლაშა ჟვანია (დ. 14 ოქტომბერი, 1973, თბილისი[1]) — ქართველი დიპლომატი, იურისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში 2005-2008 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი 2008 წლის 10 დეკემბერიდან 2009 წლის 21 აგვისტომდე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2018 წლის 18 დეკემბრიდან 2019 წლის 1 მაისამდე. 2019 წლის 2 აგვისტოდან საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში.


1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. იმავე წელს დაიწყო სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივნად. 1997 წლის ივლისიდან გადავიდა ამავე სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1998 წლის ნოემბერში გადავიდა საქართველოს საელჩოში ისრაელის სახელმწიფოში, პირველ მდივნად და შემდგომ, კონსულად. 2002–2003 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. ამავე პერიოდში იყო საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს მუდმივი წევრი. 2003 წლის ნოემბრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. 2005 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს ელჩად ისრაელსა და კვიპროსში.[2]

2008 წლის 7 ივნისიდან — 16 დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ჩუღურეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წლის 10 დეკემბერს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე სისტემაში მკაცრი მენეჯმენტის და რეფორმების გახორციელების საჭიროების გამო, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებით, დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად. 2009 წლის 21 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურის გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა სამინისტროს „არადამაკმაყოფილებელი და არაკოორდინირებელი მუშაობის“ გამო. თავის მხრივ, ლაშა ჟვანიამ ნიკა გილაურს „სუსტი პრემიერი“ უწოდა, რომელმაც მენეჯმენტის ელემენტარული პრინციპები არ იცის და განაცხადა, რომ დაპირისპირება პრემიერ გილაურთან „ძალიან მნიშვნელოვან“ საკითხებზე ჰქონდა, მათ შორის „ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, რომელიც დასაჩქარებელია და სასიცოცხლოდ აუცილებელია“.

2009 წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ დააარსა საკონსულტაციო და მენეჯმენტის კომპანია Global Uni Group.

2010 წლიდან, ლაშა ჟვანია, პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელია, ხოლო 2018 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.[3] ამ პოსტს იგი 2019 წლის 1 მაისამდე იკავებდა.[4] ლაშა ჟვანია 2019 წლის 2 აგვისტოს ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩად დაინიშნა.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. ლაშა ჟვანია — ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-11. ციტირების თარიღი: 2020-11-10.
  2. საქართველოს ელჩები ისრაელის სახელმწიფოში. www.israel.mfa.gov.ge. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2018.
  3. ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2018.
  4. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქალია. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2019.
  5. ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩად დაინიშნა. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2019.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: