ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი | ||
![]() | ||
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
25 ოქტომბერი, 2012 – 4 ნოემბერი, 2014 | ||
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი | |
წინამორბედი | თორნიკე გორდაძე | |
მემკვიდრე | დავით ბაქრაძე | |
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
15 ოქტომბერი, 2004 – 1 თებერვალი, 2009 | ||
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია | |
დაბადებული | 24 აგვისტო, 1970 თბილისი, საქართველოს სსრ | |
მოქალაქეობა | ![]() ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | თავისუფალი დემოკრატები | |
მეუღლე | ეკატერინე მიშველაძე | |
განათლება | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალექსი პეტრიაშვილი (დ. 24 აგვისტო, 1970, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში 2012-2014 წლებში.
1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიური და სოციალური გეოგრაფიის განხრით.
1998-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2001-2002 წლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი, 2002-2004 წლებში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი, 2004-2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში[1].
2012 წლის ოქტომბრამდე იყო პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი.
2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, ხოლო 25 ოქტომბერიდან სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალექსი პეტრიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსი პეტრიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები თურქმენეთში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-09. ციტირების თარიღი: 2021-01-19.
|