აპოლონ კოზმანაშვილი
იერსახე
| აპოლონ კოზმანაშვილი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 31 დეკემბერი, 1930 |
| დაბადების ადგილი |
ჭოპორტი, დუშეთის რაიონი, |
| გარდაცვალების თარიღი | 1 ივნისი, 2012 (81 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი |
| ეროვნება | ქართველი |
აპოლონ კოზმანაშვილი (დ. 31 დეკემბერი, 1930, სოფელი ჭოპორტი, დუშეთის რაიონი — გ. 1 ივნისი, 2012) — ქართველი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.
1954 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ხოლო 1960 წელს — ასპირანტურა. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 1977-1990 იყო სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მიწათმოქმედთა კავშირი“, სოფლის მეურნეობის კომისიის წევრი. 1993-1996 წლებში იყო სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აპოლონ კოზმანაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- აპოლონ კოზმანაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი