გია ხავთასი
გია ხავთასი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 ნოემბერი, 1964 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
გია ხავთასი (დ. 17 ნოემბერი, 1964) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკური მოღვაწე.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 19 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმში“, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში, კინოთეატრ „ამირანში“, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 1985-1990 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის უფროსი ინჟინერი. მერაბ კოსტავას საზოგადოების გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მერაბ კოსტავას საზოგადოება“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გია ხავთასი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- გია ხავთასი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
|