ბიძინა გიორგობიანი
იერსახე
| ბიძინა გიორგობიანი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 8 დეკემბერი, 1963 |
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი |
| ეროვნება | ქართველი |
ბიძინა გიორგობიანი (დ. 8 დეკემბერი, 1963, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
1992 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, სატყეო დეპარტამენტის დირექტორი და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი. 2007-2013 წლებში იყო პოლიტდევნილი და იმყოფებოდა გერმანიაში. ეკოლოგი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიძინა გიორგობიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბიძინა გიორგობიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი