კახაბერ ძაგანია
კახაბერ ძაგანია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 ივლისი, 1970 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | საქართველოს ლეიბორისტული პარტია (1996-2013) |
კახაბერ ძაგანია (დ. 28 ივლისი, 1970, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის ფაკულტეტი. 1992-1993 წლებში მუშაობდა სამკურნალო პროფილაქტიკურ საშუალებათა მიღების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიაში. 1996 წლის ოქტომბერში გახდა ლეიბორისტული პარტიის წევრი. 2000-2002 წლებში მუშაობდა თბილისის მერიაში. 2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიის სიით, ხოლო 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. მან ლეიბორისტული პარტია 2013 წელს დატოვა. მასთან ერთად პარტიიდან იოსებ შატბერაშვილიც წავიდა. 2013 წლის მაისში მან ჩამოაყალიბა პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსი“, რომლის ლიდერიც თავად გახდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კახაბერ ძაგანია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კახაბერ ძაგანია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)