დავით ტაბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით ტაბიძე
დაბადების თარიღი 10 ივლისი, 1951 (1951-07-10) (69 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი

დავით ტაბიძე (დ. 10 ივლისი, 1951) — ქართველი ქიმიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე.. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1973-1985 წლებში იყო აღნიშნული უნივერსიტეტის ლაბორანტი, ასპირანტი, 1985 წლიდან კათედრის დოცენტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]