ნოდარ გიორგაძე (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოდარ გიორგაძე
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1952 (1952-10-15) (71 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ნოდარ გიორგაძე (დ. 15 ოქტომბერი, 1952, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2013).

1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1996 წლიდან არის გაეროს ომების ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი, ხოლო 1998 წლიდან — ომების მსხვერპლთა მსოფლიოს ორგანიზაციის პრეზიდენტი. სამუშაო გამოცდილება: 1975-1981 წლებში იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის, ინსტრუქტორი, სექტორის გამგე, განყოფილების გამგე. 1981-1983 წლებში — საბურთალოს რაიონის კომიტეტი, მრეწველობის განყოფილების გამგე, 1984-1987 წლებში – საბურთალოს შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების უფროსი. 1989-1990 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის ინსტრუქტორი, კონსულტანტი, ინსპექტორი. 1991-1993 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 1990 წელს აირჩიეს სრულიად საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების (ავღანელთა) პარტიის (შემდგომში — საქართველოს ვეტერანთა დაცვის პარტიის) თავმჯდომარედ. 1990 წელს არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით (ბლოკი „თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება“), ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. 1995 წელს კვლავ არჩევნებში კენჭს იყრიდა, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]