1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხაშურის მაჟორიტარი).[1] პარლამენტში იგი იყო საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი თანამდებობის პირის ანტიკონსტიტუციურ ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.