აპოლონ სილაგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აპოლონ სილაგაძე
დაბადების თარიღი 29 მაისი, 1942
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 25 ივლისი, 2017 (75 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

აპოლონ სილაგაძე (დ. 29 მაისი, 1942, თბილისი — გ. 25 ივლისი, 2017) — ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1975 წლიდან — ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1976 წლიდან დოცენტი, 1981-1985 წლეში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1986-1988 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი. 1988 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1990 წლიდან პროფესორი. 1988-1992 წლებში იყო გაზეთ „სახალხო განათლების“ (შემდგომში უზენაესი საბჭოს გაზეთი „ერი“) მთავარი რედაქტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოს კომუნისტური პარტიიდან, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992 წელს იყო რედაქტორი გამოცემისა „რა ხდებოდა თბილისში“, რომელმაც აღწერა საქართველოს სამოქალაქო ომი. 1992-1998 წლებში იყო გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი. 1998-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოში. 2004-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე. 2006-2017 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაბისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

მეცნიერული ინტერესების სფერო: არაბისტიკა, ქართველოლოგია (ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა და ლექსმცოდნეობა, ისტორიოგრაფია), გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო შრომა. .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]