გიორგი ასანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ასანიძე
Giorgi asanidze.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი გიორგი ასანიძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 30 აგვისტო, 1975 (1975-08-30) (45 წლის)
დაბ. ადგილი საჩხერე
წონა 85 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველო
სპორტი ძალოსნობა
სახეობა ატაცი, აკვრა
მედლები
ძალოსნობა
დროშა: საქართველო საქართველო
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ათენი 2004 85 კგ
ბრინჯაო სიდნეი 2000 85 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო ანტალია 2001 85 კგ
ვერცხლი ვარშავა 2002 85 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო სოფია 2000 85 კგ
ოქრო ტრენჩინი 2001 85 კგ
ოქრო ანტალია 2002 85 კგ
ვერცხლი რიესა 1998 85 კგ

გიორგი ასანიძე (დ. 30 აგვისტო, 1975, საჩხერე) — ქართველი სპორტსმენი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელი, საქართველოს პარლამენტის ორგზის ( 2004, 2008) წევრი. ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ასანიძე დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს სოფელ საჩხერეში. 1996 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (კრწანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2006-2007 წლებში — რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებელი ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. 2013 წელს გიორგი ასანიძე დაინიშნა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად.[2] პროფესიით არის მწვრთნელი–პედაგოგი და ეკონომისტი.

2017 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ გიორგი ასანიძე წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.[3]

2018 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო მწვრთნელად.

კარიერული მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასანიძემ მონაწილეობა მიიღო 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში 85 კგ წონით კატეგორიაში, სადაც მან მოიგო ბრინჯაოს მედალი. 2001 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (ანტალია). 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. გვ. 24 — თბ., 1998-1999.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიორგი. ქართულის სპორტის სტატისტიკა. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2018.
  2. ძალოსნებმა ასანიძე დაამტკიცეს. „მსოფლიო სპორტი“ (13 მაისი 2013).
  3. 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ასანიძე. „მსოფლიო სპორტი“ (28 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: სექტემბერი, 2018.