შინაარსზე გადასვლა

თამარ ხულორდავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ ხულორდავა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2015 – 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი


დაბადებული12 თებერვალი, 1979 (1979-02-12) (45 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო (2019-მდე)

თამარ ხულორდავა (დ. 12 თებერვალი, 1979, თბილისი)[1]ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.

დაიბადა 1979 წლის 12 თებერვალს. 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იურიდიული ფაკულტეტის ასპირანურა/დოქტორანტურა დაამთავრა 2004 წელს. 2001-2003 წლებში — ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი. 2003-2004 წლებში იყო სისხლის სამართლის საპროცესო კპდექსის სამუშაო ჯგუფი, კოორდინატორი. 2004-2005 წლებში იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი. 2005-2015 წლებში იყო ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების მენეჯერი და იურისტი. 2007-2008 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის ნოემბერში დატოვა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]