ელგუჯა გოცირიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელგუჯა გოცირიძე
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1958 (1958-03-20) (66 წლის)
დაბადების ადგილი თერჯოლა, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი

ელგუჯა გოცირიძე (დ. 20 მარტი, 1958, თერჯოლა) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1981-1982 წლებში მუშობდა ქუთაისის ავტოქარხნის მედიცინის სანიტარიული ნაწილში, ქირურგიული განყოფილების ექიმ-ინტერნად; 1982-1984 წლებში ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგად; 1984-1985 წლებში ქალაქის სამშობიარო სახლის განყოფილების გამგედ; 1985-1994 წლებში ქალაქის სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად; 1994-2001 წლებში აკად. კონსტანტინე ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარ ექიმად; 2001-2016 წლებში „ჩაჩავას კლინიკის“ გენერალურ დირექტორად. 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. განხორციელებული აქვს მნიშნელოვანი პროექტები ჯანდაცვის მიმართულებით. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 50,03% მიიღო (15 152 ხმა).[1]

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „დედათა სიკვდილიანობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმების პირობებში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]