კანდიდ კვიციანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კანდიდ კვიციანი
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1949
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქმიანობა მესტიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
შვილ(ებ)ი 3
ჯილდოები Vakhtang Gorgasal’s Order II.jpg ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
ღირსების ორდენი

კანდიდ კვიციანი (დ. 1 მაისი, 1949, მესტია) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (1990, 2008) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1964-1970 წლებში იყო მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეთვალყურე. 1976-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992 წელს დაინიშნა მესტიის რაიონის გამგებლად. 1992-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2006-2008 წლებში იყო კერძო სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტი. 2008 წელს გახდა მესტიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (მესტიის მაჟორიტარი), პოლიტიკური ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]