დალი ფიროსმანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დალი ფიროსმანაშვილი
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1948 (1948-01-09) (72 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დალი ფიროსმანაშვილი (დ. 9 იანვარი, 1948) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა აღნიშნულ უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, ღია ცისქვეშა მუზეუმში. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების საბინაო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]