ვახტანგ მუსელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ მუსელიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ვახტანგ მუსელიანი
დაბადების თარიღი 13 ოქტომბერი, 1959 (1959-10-13) (62 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ეროვნება ქართველი

ვახტანგ მუსელიანი (დ. 13 ოქტომბერი, 1959, თბილისი) — ქართველი იურისტი, სპორტსმენი.

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1984 წელს — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით. 1986 წელს იყო სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი, მეცნიერ-თანამშრომელი. 1988 წლიდან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი. 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. არის ავტორი წიგნისა „რინგი 90“, სტატიებისა კრივის, მკლავჭიდის და სპორტის სხვა სახეობებზე. ქართველი მკლავჭიდელი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისი, კრწანისის მაჟორიტარი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]